„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის რიგებში არ ირიცხება. ამის შესახებ მან „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, როდესაც გადაცემის წამყვანებმა ხაბეიშვილს წერილობით გააცნეს შეკითხვა იმის შესახებ, "ირიცხება თუ არა ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" რიგებში და ოფიციალურად არის თუ არა ის პარტიის წევრი" რაზეც ხაბეიშვილმა უარყოფითი პასუხი გასცა.