კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ, პოლიციამ დააკავა - Palitra News

კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ, პოლიციამ დააკავა

2023-11-27 14:28:30+04:00

მსახიობი და მომღერალი, კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ, პოლიციამ დააკავა. მომღერალს ქალზე ძალადობაში ადანაშაულებენ. ამ დროისთვის, მომღერალი დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. აბუაშვილი ბრალს არ აღიარებს და მისი სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღესვე გაიმართება.