იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ნოემბერში გრიპის ვირუსის ცირკულირება ქვეყანაში 3-4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ეს იყო 2022-2023 წლის სეზონზე. მისი თქმით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა განსაკუთრებით ბოლო კვირაშია შემცირებული. ჩხაიე ამბობს ,რომ ამ ეტაპზე საქართველოში დომინანტურია რინო და ადენო ვირუსი, კორონავირუსის შემთხვევები კი თითქმის აღარ ფიქსირდება.