ევროკომისიის 9 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმაზე მუშაობას საპარლამენტო უმრავლესობა დღეს დაასრულებს. დოკუმენტს მთავრობაც განიხილავს, რის შემდეგაც ის ევროკომისიას გაეგზავნება.ოპოზიციის ნაწილი პროცესში აქტიურად ჩართვისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა ეჭვობს, რომ მმართველ გუნდს რეალურად უნდოდეს საჭირო რეფორმების გატარება.