ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლეს. თავის მხრივ, „ჰამასმა“ 13 ისრაელელი და 4 ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა. გათავისუფლებულ ისრაელელებს შორის უმრავლესობა - 8 ადამიანი - ბავშვია. მძევლები წითელი ჯვრის სასწრაფო დახმარების მანქანებით ღაზას სექტორიდან ეგვიპტეში გადაიყვანეს, ეგვიპტიდან კი - ისრაელში, სადაც ისინი უკვე საავადმყოფოებში გადაანაწილეს სამედიცინო დახმარებისა და მონიტორინგისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გათავისუფლებულ პირებს მძევლობაში გატარებული დრო ეტყობათ, არც ერთ მათანს სასწრაფო სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია.