ჯანდაცვის მინისტრი ქუთაისში, დევნილებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. ნიკეას ქუჩაზე, 720 დევნილი ოჯახისთვის სამი, 12 სართულიანი კორპუსი შენდება. სამშენებლო სამუშაოები 2025 წლის ბოლოს დასრულდება და დევნილ ოჯახებს სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემათ. ნიკეას ქუჩაზე, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და სამი კორპუსის კარკასის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. პროექტის ბიუჯეტი 77 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. მასშტაბური მშენებლობები პარალელურად საქართველოს ხუთ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში მიმდინარეობს.