სასწავლო გეგმაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვით უქმდება საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი წერის შეფასების კომპონენტები. როგორც სამინისტორში აცხადებენ სკოლებს თავისუფლება ენიჭებათ საგნის სპეციპიკიდან გამომდინარე საკუთარი შეფასების ახალი მოდელი შექმნან. ექსპერტები სასწავლო გეგმაში შესულ ცვლილებებს იწონებენ, თუმცა გარკვეულ რისკებს ხედავენ. მათი შეფასებით სკოლების ავტონომიურობის ზრდა კარგია, თუმცა ამას ხელს დირექტორებისა და მასწავლებლების მაღალი კომპეტენციაც უნდა უწყობდეს. მათი შეფასებით განათლების დონე ქვეყანაში წლიდან წლამდე უარესდება და საჯარო სკოლებში არესბული პრობლემების აღმოისაფხვრელად მნიშვნელოვანია ამ ცვლილებებს შემდგომი ნაბიჯებიც მოჰყვეს