საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჰოლოდომორის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით უკრაინას სოლადარობას უცხადებს. ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 90 წლის შემდეგაც, მჩაგვრელი პრაქტიკებისადმი წინააღმდეგობა ყველას საერთო მოვალეობად რჩება. ზურაბიშვილს პოსტს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, ის აფასებს ზურაბიშვილის სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ. ზელენკის აღნიშნავს, რომ თავისუფლების დასაცავად ერთმანეთის ურყევი მხარდაჭერაა საჭირო.