საქართველოს პარლამენტთან ორგანიზაცია „საფარის“ წარმომადგენლებმა აქცია-პერფორმანსი ჩაატარეს და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან მსოფლიო კამპანიას შეურთდნენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას განცხადებით, საქართველოში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ნაადრევ ასაკში გოგონების ქორწინებაა. მისივე თქმით მიუხედავად იმისა რომ კანონმდებლობით 18 წლამდე ოფიციალური ქორწინება იკრძალება , კანონში არსებული ე.წ შავი ხვრელი საშუალებას იძლევა რომ არასრულწლოვნები არაოფიციალურ ქორწინებაში იყვნენ. აქციის მონაწილეები ნაადრევი ქორწინებით შემთხვევასი სკოლის, სოც მუშაკის და პოლიციის სწორ, სწრაფ და მკაცრ რეაგირებას ითხოვენ.