გარემოს დაცვის სამინისტროსთან „რიონის ხეობის მცველები“ ატარებენ საპროტესტო აქციას სახელწოდებით “რაჭა არ იყიდება”. უკვე მეშვიდე დღეა, რაც აქციის მონაწილეეები დედაქალაქში უწყვეტი პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან და მთავარ მოთხოვნად რაჭის ტყეებში სამონადირეო ლიცენზიის გაუქმებას და გარემოს დაცვის მინისტრთან, ოთარ შამუგიასთან შეხვედრას ასახელებენ.