ჩვენ არ დავისვენებთ, სანამ ყველა მძევალი სახლში არ დაბრუნდება, - ამის შესახებ ისრაელში აშშ-ის ელჩმა, ჯეკ ლიუმ განაცხადა. ისრაელში აშშ-ის ელჩი, ჯეკ ლიუ „ჰამასის“ მიერ მძევლების პირველი ჯგუფის გათავისუფლებას მიესალმა.
„გათავისუფლებული მძევლები საყვარელ ადამიანებს უერთდებიან. ჩვენ არ დავისვენებთ, სანამ ყველა მათგანი სახლში არ დაბრუნდება“, - წერს ჯეკ ლიუ X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
ცნობისთვის, ჯეკ ლიუს ისრაელში ელჩად დანიშვნას აშშ-ის სენატმა მხარი მიმდინარე თვის დასაწყისში დაუჭირა.