მიგრანტთა ნაკადების გაზრდის გამო ევროკავშირის ქვეყნების ნაწილი სასაზღვრო რეგულაციებს ამკაცრებს. ავსტრიის ხელისუფლებამ ოქტომბერში, სასაზღვრო რეგულაციები ჩეხეთის საზღვართან აღადგინა, ნოემბრიდან კი მსგავრი შეზღუდვა სლოვაკეთისა და უნგრეთის მიმართულებითაც აამუშავა. შენგენის ზონის ქვეყნებიდან საჰაერო გზით შესვლაზე კონტროლი დანიამაც აღადგინა. აღნიშნულმა ქვეყანამ მომავალი წლის მაისამდე გერმანიის საზღვაო პორტებიდან შესულ პირებზეც დააწესა. საზღვრის კვეთაზე რეგულაციები ასევე გერმანიამ, იტალიამ, პოლონეთმა, სკოვაკეთმა და საფრანგეთმაც გაამკაცრეს. ევროკავშირის მოქალაქეებს შენგენის ზონის შიგნით გადაადგილება კვლავ შეუფერხებლად შეუძლიათ.