შვეიცარიის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა. მან კიევში ჰოლოდომორის მსხვერპლთა მემორიალი მოინხულა და 90 წლის წინ მასობრივი შიმშილობის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ალენ ბერსე უკრაინაში სასურსათო უსაფრთხოების საერთაშორისო სამიტში მონაწილეობას მიიღებს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდება. შეხვედრის დროს ძირითადი აქცენტი რუსეთის აგრესიულ ომსა და უკრაინის მიმართ შვეიცარიის გრძელვადიან მხარდაჭერაზე გაკეთდება.