ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, დღეს „ჰამასი“ კიდევ 14 მძევალს გაათავისუფლებს, ისრაელი კი 42-რ პალესტინელს გამოუშვებს. იქამდე კი, ისრაელმა 39-ი პალესტინელი ტყვეობიდან გაათავისუფლა. მიღწეული შეთანხმებით, 4-დღიანი ზავის განმავლობაში საერთო ჯამში, "ჰამასმა" 50 მძევალი უნდა გაათავისუფლოს, ისრაელი კი საპატიმროებიდან 150-თ პალესტინელს გამოუშვებს. „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლებას აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოეხმაურა. ის აღნიშნულ ფაქტს მიესალმა და აღნიშნა, რომ ზავის გაგრძელების შანსები არსებობს.