საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას აქვეყნებს. ელჩი აღნიშნავს, რომ „ევროკავშირს აქვს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა გენდერული ძალადობის მიმართ“ და მისივე თქმით, „ნებისმიერი ადამიანის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა სახლში, სამსახურში, საჯარო სივრცეში ან სხვა ნებისმიერ ადგილას არის დაუშვებელი“.