ნაციონალური მოძრაობის მიერ წარმოდგენილი ერთობის მანიფესტის ფონზე, პარტიაში კვლავ დაპირისპირებაა . ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ ნიკა მელიამ ბოლო შესაძლებლობა, რაც მანიფესტზე ხელმოწერას გულისხმობს არ გამოიყენა, შესაბამისად ის ნაციონალური მოძრაობის წევრად აღარ განიხილება. ნიკა მელიას თანამოაზრეები კი ფიქრობენ, რომ მანიფესტის მიზანს, არა ერთობა არამედ პარტიის დაშლა წარმოადგენდა. ნაციონალურ მოძრაობაში არსებულ ვითარებაზე საუბრობენ სხვა პოლიტიკური პარტიებიც. ევროოპტიმისტების დეპუტატი ხატია დეკანოიძე ფიქრობს, რომ ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხვა, ნაციონალური მოძრაობისთვის კიდევ ერთი პრობლემა იქნება. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება შიდაპარტიული დაპირისპირება, უფრო მყარად იქნებიან დარწმუნებულები იმაში, რომ 2024 წლის არჩევნებში ქართული ოცნება გაიმარჯვებს