უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა კიევს დაარტყეს, დაშავდა 11 წლის ბავშვი და დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. მისივე თქმით, რუსულმა ძალებმა კიევის გარეუბნებს რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს და ქალაქის საჰაერო თავდაცვის სისტემამ იერიშების უმეტესობის მოგერიება წარმატებით შეძლო. გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრიანელებმა 860 ოკუპანტი მოკლეს, რის შედეგადაც რუსეთის სამხედრო დანაკარგებმა 323 700-ს გადააჭარბა.