ისრაელმა 39 პალესტინელი ქალი და არასრულწლოვანი პატიმრობიდან გაათავისუფლა. მათი გათავისუფლება კატარის შუამავლობით ისრაელსა და "ჰამასს" შორის, დროებითი ზავის პირობების მიხედვით მოხდა. მიღწეული შეთანხმებით, 4-დღიანი ზავის განმავლობაში "ჰამასმა" უნდა გაათავისუფლოს 50 მძევალი, ისრაელი კი საპატიმროებიდან 150 პალესტინელს გამოუშვებს. იქამდე კი, „ჰამასმა“ ტყვეობიდან 24 ადამიანი გათავისუფლდა. გათავისუფლებულთა შორის ისრაელის 13, ტაილანდის 10 და ფილიპინების ერთი მოქალაქეა. „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლებას მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. მისი თქმით, ზავის გახანგრძლივების შანსები რეალურია.