ბლუმბერგი უკრაინასთან დაკავშირებით მორიგ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ სამხედრო დახმარების ნაკლებობამ, შესაძლოა უკრაინას რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დათანხმება აიძულოს. უარეს შემთხვევაში კი, საოკუპაციო არმიას შეუძლია, გაარღვიოს უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვა, ამ შემთხვევაში კი კრემლს მოლაპარაკების მიზეზი საერთოდ არ ექნება. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებისთვის კი ასეთი პროგნოზები ძალიან საშიშია. სტატიის თანახმად, ისინი დარწმუნებული არიან, რომ რუსეთის ფედერაციის გამარჯვების შემთხვევაში მოსკოვი უკრაინის საზღვრებზე არ გაჩერდება. გამოცემის თანახმად, ამავდროულად, დასავლეთში არსებობენ ძალები, რომლებსაც ეს საფრთხე არ ესმით. სტატიის ავტორების აზრით, ისრაელში ფრონტის გაფართოება საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ამ შემთხვევაში შეერთებული შტატები იძულებული გახდება, ახლო აღმოსავლეთში მოკავშირეს საარტილერიო საბრძოლო მასალა გადასცეს.