ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში ილჰამ ალიევს შეხვდა. მთავრობის მეთაური ბაქოში ეკონომიკურ ფორუმს, საპატიო სტუმრის სტატუსით, ესწრება. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან, კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებზე. ასევე აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. მხარეებმა განიხილეს ქვეყანათა სტრატეგიული თანამშრომლობა. გარდა ამისა, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხებიც მიმოიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანი სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებას ძალიან მალე გააფორმებს.