შეასრულებს თუ არა ხელისუფლება დათქმებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, მათ მმართველ პარტიას მნიშვნელოვან საკითხებზე საკუთარი მოსაზრებები გააცნეს, თუმცა მათივე თქმით ქართულმა ოცნებამ ეს მოსაზრებები არ გაიზიარა. ამის გამო, ოპოზიცია მმართველ პარტიას კვლავ უმოქმედობაში ადანაშაულებს. სახელისუფლებო პარტია კი საპირისპიროს აცხადებს. მათი შეფასებით ოპოზიციონერი დეპუტატები და პოლიტიკოსები ხელს უშლიან რეკომენდაციების შესრულებასა და კანდიდატის სტატუსის მიღებას. ოცნებაში ვარაუდობენ რომ ოპოზიციონერი დეპუტატები მოლაპარაკებების მაგიდასთან არც ახლა დასხდებიან.