ერაყსა და სირიაში განთავსებულ ამერიკულ ძალებს გასული დღის განმავლობაში თავს 4-ჯერ დაესხნენ. „როიტერის“ ინფორმაციით, ამერიკული ბაზების წინააღმდეგ რაკეტები და უპილოტო თვითმფრინავები გამოიყენეს. მსხვერპლისა და ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა „ისლამური წინააღმდეგობის“ ძალებმა აიღეს. აშშ-სა და საერთაშორისო ძალებს თავს ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის ორ ადგილას დაესხნენ. სარაკეტო და უპილოტო აპარატებით თავდასხმა ასევე ერაყში, აინ ალ-ასადის საავიაციო ბაზასა და ერბილის აეროპორტის მახლობლად განლაგებულ ბაზაზეც განხორციელდა. თავდასხმები შეერთებული შტატების მიერ ირანთან დაკავშირებული „კატაებ ჰეზბოლას“ შეიარაღებული ჯგუფის დაბომბვას მოჰყვა, რასაც დაჯგუფების რვა წევრი ემსხვერპლა.