ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „კალანდია საქართველოს წინააღმდეგ“ დაცვის მხარეს გუშინ ჩაბარდა. როგორც კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ განმარტა, საქართველოს მთავრობას მიხეილ კალანდიასთან შეთანხმების წინადადება მიეცა 2024 წლის 14 თებერვლამდე, ხოლო თუ დათქმულ ვადაში მხარეები ვერ მორიგდებიან, სასამართლო მე-3 ეტაპზე გადადის, რა დროსაც საქართველოს მთავრობამ რიგ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.