ვარდების რევოლუციისადმი მიძღვნილ გუშინდელ ღონისძიებაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მანიფესტი წარმოადგინა - აღნიშნული დოკუმენტი პარტიის სამოქმედო გეგმას წარმოადგენს. ღონისძიებაზე ნიკა მელია და მისი ფლანგის წამრომადგენლები არ იმყოფებოდნენ. მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა მანიფესტის ის ნაწილი, რომელიც პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაციის საკითხს ეხება.