„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვარდების რევოლუციის მე-20 წლისთავი საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა. პარტიაში მანიფესტის პრეზენტაცია გაიმართა - აღნიშნული დოკუმენტი პარტიის სამოქმედო გეგმას წარმოადგენს. აღნიშნულ მანიფესტს პარტიის ლიდერებმა ხელი საჯაროდ მოაწერეს. შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის მიმართვაც წაიკითხეს, ასევე სტუმრებს ევროპელმა დეპუტატებმაც მიმართეს. ვიდეომიმართვები ანდრიუს კუბილიუსმა და ანა ფოტიგამ ჩაწერეს. ევროპელმა პარტიორებმა მომავალი წლის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, შეკრების იდეა - ერთობის ჩვენება იყო. ღონისძიებაზე არც ნიკა მელია და არც მისი ფლანგის რომელიმე წამრომადგენელი იმყოფებოდა. პარტიის ყოფილი თავმჯდომარის თანამოაზრეებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა მანიფესტის ის ნაწილი, რომელიც პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაციის საკითხს ეხება.