თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ეროკომიისიის რეზოლუციას ქართველი პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ევროპა საქართველოს გვერდით დგას. გარდა ამისა, ისინი საქართველოს მთავრობას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ თამაზ გინტურის მკვლელობის საერთაშორისო დონეზე დასაგმობად ქართულმა მხარემ არაფერი გააკეთა.