რეპუტაციის შენარჩუნების უშედეგო მცდელობად ხედავს "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უკვე დიდი ხანია ერთიანი არ არის და პერსპექტივა არც სააკაშვილის სახელით გავრცელებულ ინიციატივას აქვს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამ მანიფესტს არ შეუძლია გადაარჩინოს "ნაციონალური მოძრაობა" დაშლისგან.