ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწტვეტისა და მძევლების გაცვლის შესახებ შეთანხმება ყატარის შუამავლობით მოხერხდა. BBC-ის ინფორმაციით, დროებითი ზავი ქვეყნებს შორის პარასკევს დილიდან ამოქმედდება. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ყატარის შუამავლობით მძევლების ნაწილის გაცვლა პარასკევს დღის მეორე ნახევარში დაიწყება. იქამდე კი ღაზას სექტორში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის გარკვეული დაპირისპირებები მთელი დღის მანძილზე გრძელდებოდა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მასთან ერთად დაკავებულია რამდენიმე ექიმიც. ისრაელის ძალები ამტკიცებდნენ, რომ ღაზის უდიდესი ჰოსპიტალი „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრად გამოიყენებოდა.