მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა გაიმართა. წმინდა გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა. 303 წელს, წმინდანი 30 წლის ასაკში ეწამა. ის რელიგიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ სიონის საკათედრო ტაძარში აღავლინა. მისი თქმით, დღეს ეკლესიის სიტყვიერი დევნა მიმდინარეობს.