ამ წუთებში იწყება ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული ღონისძიება, რომელიც ვარდების რევოლუციის 20 წლის იუბილეს ეძღვნება. დღესვე გაიმართება მანიფესტის პრეზენტაცია, რომელიც პარტიის სამოქმედო გეგმას გამოხატავს. ღონისძიებაზე ჯერ არ მისულა ნიკა მელია და არც მისი ფლანგის რომლიმე წამრომადგენელი. პარტიის ყოფილი თავმჯდომარის თანამოაზრეებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა მანიფესტის ის ნაწილი, რომელიც პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაციის საკითხს ეხება. უმსხვილეს ოპოზიციურ პარტიაში არსებულ ვითარებასა და დღევანდელ მანიფესტზე ვრცლად მერაბ პაპაშვილი ისაუბრებს.