კორეის ნახევარკუნძულზე ვითარება კვლავ დაიძაბა. ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან 2018 მიღწეული სამშვოდობო შეთანხმება გააუქმა და საზღვართან ახლოს ჯარების რაოდენობა გაზარდა. ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანა შეირაღებული ძალების რაოდენობას მომავალშიც გაზრდის. Reuters-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ოფიციალური ფხენიანის მიერ სამხედრო ჯაშუში-თანამგზავრის წარმატებით გაშვებას სამხრეთ კორეის პროტესტი და 2018 წლის შეთანმხების გარკვეული პუნქტების გაუქმება მოჰყვა.