ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდერ შალენბერგი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ბრძოლას არ გააგრძელებს, ქვეყანამ, შესაძლოა, არსებობაც შეწყვიტოს. შალენბერგმა აღნიშნა, რომ ევროპისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს ახლა რუსეთი წარმოადგენს და ომის დასრულება მხოლოდ კრემლის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს შეუძლია.