პარტია „ლელოს“ წარმომადგენლებს წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა აქვთ. მათი განცხადებით, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ორი პოლუსის შემადგენელია, სწორედ ამიტომ, როგორც „ლელოში“ ამბობენ, „შუა უნდა შეიკრიბოს“. პარტია „ლელოს“ წევრები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია, ორი პოლუსის მიღმა ძლიერად წარმოჩნდნენ სხვა პროდასავლური პარტიები. მმართველი გუნდში კი ფიქრობენ, რომ წინასაარჩევნოდ პატარა ოპოზიციური პარტიების გაერთიანება ვერ შედგება.