ინდოეთში, უტარახანდის შტატის მაღაროში ჩარჩენილი 41 მაღაროელის გადარჩენის სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მედიის ცნობით, სამაშველო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და მაშველები შახტაში ჩარჩენილი მუშების ამოყვანას მომდევნო 12-15 საათის განმავლობაში მომახერხებენ. ინდოეთის კატასტროფების მართვის სამსახურის განცხადებით, მუშების გამოსაყვანად, სულ მცირე, 60 მეტრის კლდოვანი მასის გაბურღვა გახდა საჭირო. უტარახანდის შტატის მაღაროს შახტა მეწყრის შედეგად 12 ნოემბერს ჩამოინგრა.