„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნეს 23 ნოემბრის მანიფესტი სახელწოდებით „რუსი ოლიგარქი ან საქართველო - ტოტალური შეტევა სისტემაზე“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მანიფესტი პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას ასახავს. გარდა ამისა, ვარდების რევოლუციის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით პარტია შეკრებას გეგმავს.