ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტში დღეს შესაბამის რეზოლუციას კენჭი უნდა ეყაროს. გუშინ ევროპელმა კანონმდებლებმა თემასთან დაკავშირებით დებატები გამართეს. დოკუმენტს 5 ავტორი ყავს.მანამდე ევროპარლამენტმა რეზოლუციისთვის წინადადება გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ის გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გინტურის მკვლელობას და ლევან დოთიაშვილის უკანონო დაკავებას.