დაახლოებით 2 თვის წინ მიღებულ თავდაცვის კოდექსში შესატან მორიგ ცვლილებებს კვლავ აქტიურად განიხილავენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტები თავდაცვის კოდექსში შესატან ცვლილებებს არაადეკვატურს უწოდებენ. მეტიც ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი იმასაც კი ფიქრობს, რომ ქართული ოცნების მიზანი არა უწყების გაძლიერება, არამედ პარტია ,,გირჩის" დასჯა და წინა საარჩევნოდ ახალგაზრდებზე ზეწოლის მოხდენაა.თავისმხრივ მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ კოდექსში დამატებით ცვლილებების შეტანის მიზეზი სწორედ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა.