საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემაა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში . გეგმის პრეზენტაცია კონფერენციის „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ ფარგლებში გაიმართა. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა 7 მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს. დეპუტატების მხრიდან ყველაზე დიდი ყურადღება პარტიების ფინანსურ მონიტორინგზე გამახვილდა. მთავრობის სამოქმედო გეგმას დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით კრიტიკულად აფასებს ოპოზიცია. ისინი სწორედ პარტიების დაფინანსების საკითხზე ამახვილებენ ყურადრებას და აცხადებენ, რომ მმართველ გუნდს ახლა ოპოზიციურ პარტიებზე თავდასხმა სურს. თავისმხრივ საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ რომ აღნიშნულ საკითხზე ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს განაგრძობენ, თუმცა მათივე განმარტებით შეუძლებელია, ოლიგარქების პრობლემა მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე გადაიჭრას. რა განცხადებები კეთდება საკითხზე მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.