როგორ უნდა მოხდეს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციისა და 9 დათქმის შესრულება - ამ საკითხზე პოლიტიკური მხარეები მესამე სექტორთან ერთად რიგით მესამე ერთობლივ კონფერენციაზე ამ დრომდე მსჯელობენ. ღონისძიებაზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. მათი თქმით, მმართველი პარტიის მხრიდან რეკომენდაციების შესრულების სურვილი არ იკვეთება, ეს კი ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ოპოზიციას კვლავ თანამშრომლობისკენ მოუწოდებს მმართველი პარტია. რას აცხადებენ მესამე სექტორის წარმომადგენლები და რა ვითარებაში მიმდინარეობდა მსჯელობა, თემის დეტალებით მერაბ პაპაშვილი შემოგვიერთდება