2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების წინ ქალაქში სასტუმროების ფასები მკვეთრად იზრდება. როგორც პარიზის მერია აცხადებს, შემოდგომიდან ზაფხულამდე სასტუმროების ფასები 314%-ით გაიზრდება და საშუალო ფასი 185 ევროდან 765 ევრომდე მოიმატებს. მოსალოდნელია, რომ მაღალი კლასის სასტუმროებში თითო ღამის ღირებულება კიდევ უფრო მეტად, 475%-ით გაიზრდება. აღნიშნულთან დაკავშირებით პარიზში პროტესტს გამოთქვამენ, რადგან მიაჩნიათ, რომ მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ღონისძიებაზე დასასწრებად საცხოვრებლები 700 ევრო არ უნდა ღირდეს. ფასების ასეთი ზრდის გამო სავარაუდოდ პარიზში ჩასული გულშემატკივრები გარეუბნებში ან მახლობელ ქალაქებში დაბანაკდებიან, რის გამოც ბაზრის დასასტაბილურებლად საფრანგეთის მთავრობა გარკვეული სანქციების გატარებას აპირებს. პარიზში, ოლიმპიური თამაშები 2024 წლის მარტ-აგვისტოს პერიოდში ჩატარდება.