ისრაელსა და ჰამასს შორის ოთხდღიანი ზავის შესახებ შეთანხმება მიღწეულია. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჰუმანიტარული პაუზა მომდევნო 24 საათში გამოცხადდება. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ზავი „ჰამასის“ მიერ დაკავებული სულ მცირე 50 მძევლის დაბრუნებას ითვალისწინებს.