საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა დღეს ოფიციალურად გამოქვეყნდა. გეგმა 7 მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს, თუმცა დეპუტატების მხრიდან ყველაზე დიდი ყურადღება პარტიების ფინანსურ მონიტორინგზე გამახვილდა. საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმას დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით კრიტიკულად აფასებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები პარტიების დაფინანსების საკითხზე ამახვილებენ ყურადრებას და აცხადებენ, რომ მმართველ გუნდს ახლა ოპოზიციურ პარტიებზე თავდასხმა სურს. თავისმხრივ საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ რომ აღნიშნულ საკითხზე ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს განაგრძობენ.