საარჩევნო ბარიერის დაწევა კვლავ ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რჩება. “ქართული ოცნების” ოპონენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამომრჩევლის ნების გათვალისწინება დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ, ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების საჭიროებები კარგად უნდა გაიაზროს.საპასუხოდ, მმართველ პარტიაში აცხადრბენ, რომ ოპოზიციამ არა ბარიერის დაწევაზე, არამედ ელექტორატის გაზრდაზე უნდა იზრუნოს.