პოლიტიკური მხარეები მესამე სექტორთან ერთად კონფერენციაზე მსჯელობენ, როგორ უნდა მოხდეს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციისა და 9 დათქმის შესრულება. ღონისძიება პარლამენტის თავმჯდომარისა და ევროკავშირის ელჩის სიტყვით გამოსვლებით დაიწყო. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოცნების გუნდი დათქმების წარმატებით შესრულებისთვის ყველაფერს გააკეთებს. ოპოზიცია კი მმართველი პარტიის განცხადებას არაგულწრფელს უწოდებს.