რუსული ძალების თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება კვლავ რთულია. გენშტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, ოკუპანტებმა საჰაერო იერიში რამდენიმე ოლქის ათობით ქალაქზე მიიტანეს. განსაკუთრებით დაძაბული ვითარება უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთშია. ფრონტის ხაზზე ჯამში 48 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ოკუპანტრბმა 5 სარაკეტო, 61 საჰაერო, ზალპური სისტემებიდან კი 60 დარტყმა განახორციელეს. დაჭრილი და დაშავებულია მშვიდობიანი მოსახლეობა. გენშტაბის ცნობით, დიდია მტრის დანაკარგებიც, უკრაინული თავდაცვა მტრის სტრატეგიულ ობიექტებზე შეტევებს წარმატებით აგრძელებს.