საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზდენტმა და სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელმა ალექსანდრე იაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ მომხდარი გაუგებრობის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, საქმე ადამიანურ შეცდომასთან გვაქვს და ის პასუხსიმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, მაგრამ ამ მომენტში ყველაზე მთავარი ერთიანობაა. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 3 ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ ერთა ლიგის ნახევარ ფინალურ შეხვედრას გამოტოვებს, რომელიც 21 მარტს საქართველოში „დინამო არენაზე“ გაიმართება.