გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმის ფარგლებში დისკუსია გაიმართა საქართველოში აგრარული პოლიტიკის თემატიკაზე. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებულ და მიმდინარე პროგრამებზე, დარგში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. შამუგიას განცხადებით, სახელმწიფო გააგრძელებს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერას, რათა შეიქმნას მეტი ხარისხიანი აგრო პროდუქტი, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება ევროპის ბაზარზე.