საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა დღეს ოფიციალურად გამოქვეყნდა. გეგმის პრეზენტაცია კონფერენციის „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ ფარგლებში გაიმართება. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა 7 მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს, თუმცა დეპუტატების მხრიდან ყველაზე დიდი ყურადღება პარტიების ფინანსურ მონიტორინგზე გამახვილდა. საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმას დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით კრიტიკულად აფასებს ოპოზიცია. ისინი სწორედ პარტიების დაფინანსების საკითხზე ამახვილებენ ყურადრებას და აცხადებენ, რომ მმართველ გუნდს ახლა ოპოზიციურ პარტიებზე თავდასხმა სურს. თავისმხრივ საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ რომ აღნიშნულ საკითხზე ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს განაგრძობენ.