როგორ უნდა მოხდეს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციისა და 9 დათქმის შესრულება - ამ საკითხზე პოლიტიკური მხარეები მესამე სექტორთან ერთად რიგით მესამე ერთობლივ კონფერენციაზე მსჯელობენ, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას ეძღვნება. ღონისძიება პარლამენტის თავმჯდომარისა და ევროკავშირის ელჩის სიტყვით გამოსვლებით დაიწყო. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოცნების გუნდი დათქმების წარმატებით შესრულებისთვის ყველაფერს გააკეთებს.