თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ასეულის მეთაური, ხატია გოგალაძე საპატიო სიგელით დააჯილდოვა. მინისტრის მოადგილემ უფროს ლეიტენანტ ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ბოლო სპორტული მიღწევაც მიულოცა. ხატიამ ჩოგბურთში გამართულ ტურნირზე „ლოპოტას თასზე“ პირველი ადგილი დაიკავა. გრიგოლ გიორგაძემ, თავდაცვის მინისტრის სახელით, ხატია გოგალაძეს სპორტული წარმატებისთვის საპატიო სიგელი და ფულადი ჯილდო გადასცა. 26 წლის უფროსი ლეიტენანტი ხატია გოგალაძე მე-11 ქვეით ბატალიონში საბრძოლო ასეულის მეთაურია. ის თავდაცვის ძალებში 2014 წლიდან მსახურობს.